ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

“მელაშვილი და ილიჩოვა საპატრიარქოს პატიმრებიც იყვნენ” – თეოლოგის მიმართვა

თეოლოგი, ბასილ კობახიძე სოციალურ ქსელში ე.წ. კარტოგრაფების საქმეზე დაკავებულების გათავისუფლების შესახებ წერს.

როგორც თეოლოგი “ფეისბუქით” გავრცელებულ მიმართვაში ამბობს, ივერი მელაშვილი და ნატალია ილოვიჩი საპატრიარქოს პატიმრებიც იყვნენ.

“ძალიან კარგია, რომ ივერი მელაშვილი და ნატალია ილიჩოვა ციხიდან გამოუშვეს. არ უნდა დავივიწყოთ, რომ ხელისუფლებას მათ დაპატიმრებაში ეკლესია დაეხმარა. ეკლესიის პატიმრებიც იყვნენ ისინი. ამ სიყალბეზე სამთავრობო პროპაგანდაში მონაწილეობდა საპატრიარქო, განა მხოლოდ არქიმანდრიტი კირიონ ონიანი, არამედ მოსაყდრე შიო, მეუფეები: იობი, ეფრემი, ექვთიმე, ნიკოლოზი და სხვები. საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური მთლიანად, უფროსი დეკანოზი ანდრია ჯაღმაიძე და მისი ახალგაზრდა თანამშრომელი მღვდლები: გურამ ჭარელაშვილი, არჩილ ხაჩიძე, თეიმურაზ ქორიძე, იოანე მჭედლიშვილი და სხვები. უამრავი მღვდელი მონაწილეობდა, აქ ყველას ვერ ჩამოვთვლი. ეს მამა კირიონი ბოლო, 14 დეკემბრის ინტერვიუში ამბობს: ”ეს საქმე მოღალატეობრივად ყარს!” – წერს ბასილ კობახიძე.

ცნობისთვის, მოსამართლემ დავით გარეჯის საქმეზე დაკავებული კარტოგრაფები, ნატალია ილიჩოვა და ივერი მელაშვილი მოსამართლემ 20 -20 ლარიანი გირაოს სანაცვლოდ გაანთავისუფლა.

დღეს, 28 იანვარს, წინასასამართლოს სხდომის დაწყებამდე ცნობილი გახდა, რომ პროკურატურამ თბილისის საქალაქო სასამართლოს შუამდგომლობით მიმართა. აღნშნული მიმართვა დავით გარეჯის საქმეზე დაკავებულებს, ივერი მელაშვილისა და ნატალია ილიჩოვასთვის პატიმრობის გირაოთი შეეცვალას გულისხმობდა. პროკურორის განმარტებით, მკაცრი აღკვეთი ღონისძიების გამოყენების საჭიროება აღარ არის.

დაკავებული კარტოგრაფების სასამართლო პროცესის პარალელურად, თბილისის საქალაქო სასამართლოსთან დაკავებულების მხარდამჭერი აქცია გაიმართა.

იტვირთბა....