ახალი ამბები მთავარი სამართალი

“სად არის ბადრი ესებუა” – ვახტანგ გომელაური განცხადებას ავრცელებს

„საქართველოს ბანკზე“ თავდასხმაში ბრალდებული ბადრი ესებუა საქართველოში იმყოფება,” – ამის შესახებ შინაგან საქმეთა მინისტრმა, ვახტანგ გომელაურმა მედიასთან საუბრისას განაცხადა.

მინისტრის განმარტებით, ბადრი ესებუას საპოვნელად საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობს, თუმცა დეტალებზე ღიად ვერ ისაუბრებს.

,,ბადრი ესებუა ნამდვილად საქართველოშია, მას ქვეყანა არ დაუტოვებია. გამოძიება მიმდინარეობს და დეტალებზე, სამწუხაროდ, ღიად ვერ ვისაუბრებ. ჩვენ ვმუშაობთ და თუ ვინმეს ყველაზე მეტად უნდა, რომ ეს ადამიანი დააკავოს, ეს ჩვენ გვინდა და შინაგან საქმეთა სამინისტროს უნდა, რა თქმა უნდა“, – აღნიშნა ვახტანგ გომელაურმა.

შეგახსენებთ, რომ ზუგდიდში, „საქართველოს ბანკის“ ფილიალზე თავდასხმა ბადრი ესებუამ გასული წლის 25 ოქტომბერს განახორციელა. აღნიშნულ საქმეზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე, 323-ე და 329-ე მუხლებით მიმდინარეობს, რაც ტერორისტულ აქტს, მძევლად ხელში ჩაგდებას ტერორისტული მიზნით და ცეცხლსასროლი იარაღის უკანონოდ შეძენა-შენახვა-ტარებას გულისხმობს.

იტვირთბა....