“ვიდრე აღკვეთის ღონისძიების სახით შეფარდებულ (წინასწარ) პატიმრობას გამამტყუნებელი განაჩენით დადგენილ სასჯელად მიიჩნევს ამ ქვეყნის პოლიტიკური თუ მედია-ელიტა, ხოლო გირაო გამამართლებელი ვერდიქტი ჰგონია და ბრალდებულის უდანაშაულობის მტკიცებულებად განიხილავს მას, – ამ ქვეყანაში სერიოზული პრობლემები არ დაილევა.”
ლაშა ნაცვლიშვილი – “ქართული ოცნების” პიარ-კონსულტანტი
ამის შესახებ ის სოციალურ ქსელში წერს.
ნაცვლიშვილი აღნიშნულ პოსტს ე.წ. კარტოგრაფების საქმეზე დაკავებულების, ნატალია ილიჩოვასა და ივერი მელაშვილის აღკვეთი ღონისძიების სახით გირაოს შეფარდების შესახებ წერს.
ცნობისთვის, მოსამართლემ დავით გარეჯის საქმეზე დაკავებული კარტოგრაფები, ნატალია ილიჩოვა და ივერი მელაშვილი მოსამართლემ 20 -20 ლარიანი გირაოს სანაცვლოდ გაანთავისუფლა.
დღეს, 28 იანვარს, წინასასამართლოს სხდომის დაწყებამდე ცნობილი გახდა, რომ პროკურატურამ თბილისის საქალაქო სასამართლოს შუამდგომლობით მიმართა. აღნშნული მიმართვა დავით გარეჯის საქმეზე დაკავებულებს, ივერი მელაშვილისა და ნატალია ილიჩოვასთვის პატიმრობის გირაოთი შეეცვალას გულისხმობდა. პროკურორის განმარტებით, მკაცრი აღკვეთი ღონისძიების გამოყენების საჭიროება აღარ არის.
დაკავებული კარტოგრაფების სასამართლო პროცესის პარალელურად, თბილისის საქალაქო სასამართლოსთან დაკავებულების მხარდამჭერი აქცია გაიმართა.