“ნაციონალური მოძრაობის” წევრი, ნატო ჩხეიძე სოციალურ ქსელში ე.წ. კარტოგრაფების საქმეზე დაკავებულების გათავისუფლების შესახებ წერს.
როგორც დეპუტატი “ფეისბუქით” გავრცელებულ მიმართვაში ამბობს, “ოცნების ხელისუფლება” ბოლშევიკურ მმართველიბის წესს მიჰყვება.
ენმ-ს წევრი, ამავე პოსტში დასძენს, რომ დავით გარეჯის საქმე “თეთრი ძაფით ნაკერი” საქმე იყო, ხოლო ე.წ. კარტოგრაფების საქმეზე დაკავებულები, რომლებიც 4 თვე ციხეში ჰყავდათ ახლა თან უშვებენ და თან იტოვებენ.
“სერიიდან: – აბა შეხედეთ…
დემოკრატიული ცხოვრების წესი იმასაც მოიაზრებს, რომ მაღალმა თუ რაგინდარა ჩინოვნიკმა შეცდომა აღიაროს, გამოასწოროს და მერე მშვიდობიანად გადადგეს ან თუ დარჩება, ეგეც არაფერი, სხვას მაინც არღარაფერს დააშავებს…
ოცნების ხელისუფლება ბოლშევიკურ მმართველიბის წესს მიჰყვება – მათ, ყველას ერთად, არაფერი ეშლებათ, ყველაფერი კარგად იციან, სულ წინსვლაა, ბედნიერება კარს არის მომდგარი და ჩვენი სიზარმაცის ბრალია, რომ იმ კარს არ ვაღებთ.
ბოლშევიკების მმართველიბის წესს კი ერთგულებენ, მაგრამ ბოლომდე ვერა, – თან ხომ დემოკრატობანა უნდა ითამაშონ და სადღაც შუაში იჭედებიან ხოლმე…
აი, ახლაც, – ორ ადამიანს სამშობლოს ღალატი დააბრალეს, მტკიცებულება არ აქვთ, მოტივაციას ვერ ასახელებენ, თეთრი ძაფით ნაკერიც არ არის, თეთრი ძაფით ნაჯღანი საქმეა, ოთხი თვე ციხეში ყავდათ გამოკეტილი, ახლა უშვებენ, თან გირაოს ითხოვენ. თან უშვებენ, თან იტოვებენ. მათ ხომ არაფერი ეშლებათ. ისინი ხომ ყველაფერს საუკეთესოდ აკეთებენ…
მარტო ის არ იცის ოცნების ხელისუფლებამ, მათ რომ მოსწონთ, იმ ტიპის მმართველობა როგორ სრულდება ხოლმე…
არ იციან და რა ქნან.”- წერს ნატო ჩხეიძე.
ცნობისთვის, მოსამართლემ დავით გარეჯის საქმეზე დაკავებული კარტოგრაფები, ნატალია ილიჩოვა და ივერი მელაშვილი მოსამართლემ 20 -20 ლარიანი გირაოს სანაცვლოდ გაანთავისუფლა.
დღეს, 28 იანვარს, წინასასამართლოს სხდომის დაწყებამდე ცნობილი გახდა, რომ პროკურატურა თბილისის საქალაქო სასამართლოს შუამდგომლობით მიმართავს, დავით გარეჯის საქმეზე დაკავებულებს ივერი მელაშვილისა და ნატალია ილიჩოვასთვის პატიმრობა გირაოთი შეეცვალოს. პროკურორის განმარტებით, მკაცრი აღკვეთი ღონისძიების გამოყენების საჭიროება აღარ არის.
დაკავებული კარტოგრაფების სასამართლო პროცესის პარალელურად, თბილისის საქალაქო სასამართლოსთან დაკავებულების მხარდამჭერი აქცია გაიმართა.