ახალი ამბები ვიდეო მთავარი სამართალი

(ვიდეო) “უსაზიზღრესი ბრალდებაა”- ივერი მელაშვილი გათავისუფლების შემდეგ პირველ კომენტარს აკეთებს

ე.წ. კარტოგრაფების საქმეზე დაკავებულებმა ივერი მელაშვილმა და ნატალია ილიჩოვამ სასამართლოს დარბაზი დატოვეს.

გათავისუფლების შემდეგ ჟურნალიტებთან პირველი კომენტარი გააკეთა ივერი მელაშვილმა, რომელმაც აღნიშნულ საქმეს პოლიტიკურად მოტივირებული უწოდა.

მელაშვილი გირაოს შეფარდებას არ ეთანხმება, ვინაიდან, ამბობს, რომ მათი ბრალეულობა არაფერში იკვეთება.

“თავიდან ბოლომდე აბსურდულია, უსაზიზღრესი ბრალდება არის. მაგრამ შეგნებული საზოგადოების დიდ მხარდაჭერას ვგრძნობ.

საზოგადოების და ჩემი ადვოკატების დამსახურებაა ის რომ პატიმრობიდან გაგვათავისუფლეს. იმედი გვაქვს რომ გავიმარჯვებთ…უბრალოდ დაკავების შანსიც არ არსებობდა, მაგრამ დამაპატიმრეს, ყველაფერს ველოდებოდი ახლაც. კარგია ის რომ გამოგვიშვეს,”- აცხადებს მელაშვილი.

 

იტვირთბა....