ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

“ეს სასამართლო იმ განაჩენების გამომტანია, რომელიც ხშირად სახელმწიფოს ინტერესებს არ ემთხვევა”- გია ვოლსკი კარტოგრაფების გათავისუფლებაზე

“ქართული ოცნების” ერთ-ერთი ლიდერი გია ვოლსკი ე.წ. კარტოგრაფების საქმეზე დაკავებულების გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლებას ეხმიანება  და აცხადებს, რომ სასამართლოს გადაწყვეტილებები ხშირად სახელმწიფოს ინტერესსს არ ემთხვევა.

როგორც ვოლსკიმ ჟურნალისტებთან განაცხადა, საქართველოს სასამართლო გადაწყვეტილებებს დამოუკიდებლად იღებს და განაჩენის გამოტანისას პოლიტიზირებული არაა, როგორც წინა ხელისუფლების დროს ხდებოდა.

უმრავლესობის წევრის თქმით, საქართველოს სასამართლო დამოუკიდებლობის ხარისხით ოცეულშია.

“ნება ჩვენი სახელმწიფო. 90-იანი წლებიდან მოყოლებული თუ რამე ხდება სასამართლოში, პროკურატურაში, უნდა შევხედოთ ისე როგორც ხედავდნენ სააკაშვილის პერიოდში. სააკაშვილმა თქვა, ადეიშვილი კაბინეტში უზის და რასაც უნდა გააკეთებინებს. ეს სასამართლო იმ განაჩენების გამომტანია, რომელიც ხშირად სახელმწიფოს ინტერესებს არ ემთხვევა, პროცენტებიც დათვლილია. ოცეულშია დამოუკიდებლობის ხარისხით, ეს ხომ მე არ შემიფასებია, საგანგებო ორგანიზაციებმა საგანგებო შეფასება გააკეთეს. არ აქვთ გავლენა გამოძიებაზე, მტკიცებულებას ვერ შეცვლიან, არ მიიმალებიან, გავლენას ვერავისზე მოახდენენ და რატომ უნდა იჯდეს ეს ორი ადამიანი ციხეში, არ მესმის,”- განაცხადა გია ვოლსკიმ.

ცნობისთვის, მოსამართლემ დავით გარეჯის საქმეზე დაკავებული კარტოგრაფები, ნატალია ილიჩოვა და ივერი მელაშვილი მოსამართლემ 20 -20 ლარიანი გირაოს სანაცვლოდ გაანთავისუფლა.

დღეს, 28 იანვარს, წინასასამართლოს სხდომის დაწყებამდე ცნობილი გახდა, რომ პროკურატურა თბილისის საქალაქო სასამართლოს შუამდგომლობით მიმართავს, დავით გარეჯის საქმეზე დაკავებულებს ივერი მელაშვილისა და ნატალია ილიჩოვასთვის პატიმრობა გირაოთი შეეცვალოს. პროკურორის განმარტებით, მკაცრი აღკვეთი ღონისძიების გამოყენების საჭიროება აღარ არის.

დაკავებული კარტოგრაფების სასამართლო პროცესის პარალელურად, თბილისის საქალაქო სასამართლოსთან დაკავებულების მხარდამჭერი აქცია გაიმართა.

იტვირთბა....