მოსამართლემ დავით გარეჯის საქმეზე დაკავებული კარტოგრაფები, ნატალია ილიჩოვა და ივერი მელაშვილი მოსამართლემ 20 -20 ლარიანი გირაოს სანაცვლოდ გაანთავისუფლა.
გირაოს გადასახდელად ორივეს 30-დღიანი ვადა აქვს.
პროკურატურა დაკავებული დაკავებული ივერი მელაშვილისა და ნატალია ილიჩოვასთვის პროკურატურა საპატიმრო აღკვეთის ღონისძიების შეცვლას 30-30 ათას ლარიანი გირაოთი ითხოვდა, რასაც დაცვის მხარე არ დაეთანხმა.
ადვოკატებმა კარტოგრაფების გირაოს გარეშე გათავისუფლება მოითხოვეს და აცხადებენ, რომ მათ დანაშაული არ ჩაუდენიათ.
დღეს, 28 იანვარს, წინასასამართლოს სხდომის დაწყებამდე ცნობილი გახდა, რომ პროკურატურა თბილისის საქალაქო სასამართლოს შუამდგომლობით მიმართავს, დავით გარეჯის საქმეზე დაკავებულებს ივერი მელაშვილისა და ნატალია ილიჩოვასთვის პატიმრობა გირაოთი შეეცვალოს. პროკურორის განმარტებით, მკაცრი აღკვეთი ღონისძიების გამოყენების საჭიროება აღარ არის.
დაკავებული კარტოგრაფების სასამართლო პროცესის პარალელურად, თბილისის საქალაქო სასამართლოსთან დაკავებულების მხარდამჭერი აქცია გაიმართა.