მთავარი ციტატა

“ილიჩოვა-მელაშვილს ბრალი არ მოუხსნეს და მძევლებად დაიტოვა სახელმწიფომ”- ხატია დეკანოიძე

“ეს არის პოლიტიკური მართლმსაჯულება, როდესაც მართლმსაჯულება ზრუნავს პოლიტიკური ფაქტორების გათვალისწნებით და არ ზრუნავს კანონის მიხედვით. მეორე, ამ ადამიანებს ბრალი არ მოუხსნეს, ეს არის აღკვეთის ღონისძიების შეცვლა და ეს ადამიანები მძევლებად დაიტოვა სახელმწიფომ. ნემისმიერ ადამიანს პოლიტიკური ნიშნით შეუვარდეს მართლმსჯაჯულება.

ხატია დეკანოძე – “ნაციონალური მოძრაობის” წევრი

ამის შესახებ ხატია დეკანოიძემ “დღის ამბებში” ე.წ. კარტოგრაფების საქმეზე დაკავებულების გირაოს სანაცვლოდ შესაძლო გათავისუფლებასთან დაკავშირებით განაცხადა. 

ცნობისთვის, დღეს, 28 იანვარს, წინასასამართლოს სხდომის დაწყებამდე ცნობილი გახდა, რომ პროკურატურა თბილისის საქალაქო სასამართლოს შუამდგომლობით მიმართავს, დავით გარეჯის საქმეზე დაკავებულებს ივერი მელაშვილისა და ნატალია ილიჩოვასთვის პატიმრობა გირაოთი შეეცვალოს. პროკურორის განმარტებით, მკაცრი აღკვეთი ღონისძიების გამოყენების საჭიროება აღარ არის.

ე.წ. კარტოგრაფების საქმეზე მიმდინარე სასამართლო პროცესის პარალელურად საპროტესტო აქცია მიმდინარეობს. 

 

იტვირთბა....