ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

“ფორმულასა” და “მთავარ არხს” მარეგულირებელ კომისიაში უჩივიან

ტელეკომპანია “ფორმულასა” და “მთავარ არხს” კომუნიკაციების მარეგულირებელ კომისიაში უჩივიან.

“ფორმულას” ასაკობრივი ცენზის დარღვევას ედავებიან.  კერძოდ, სარჩელი ეხება მხატვრული ფილმის გაშვებას 21 საათამდე ხოლო, საჩივრები მარეგულირებელ კომისიაში კერძო პირების სახელით არის წარდგენილი.

კომისია ამ საკითხს ბავშვთა კოდექსის საფუძველზე განიხილავს, რომელიც პარლამენტმა რამდენიმე თვის წინ, ყოფილ დეპუტატ სოფიო კილაძის ინიციატივით მიიღო.

ტელეკომპანია ფორმულას დირექტორი, ზუკა გუმბარიძე კანონს “დრაკონულს” უწოდებს და ამბობს, რომ ის აუცილებლად შესაცვლელია. იგი პარლამენტს სთხოვს, უახლოეს ვადებში განიხილოს მისი ცვლილება.

“მარეგულირებელი კომისია გვევლინება ერთგვარ ცენზორად, იმის ნაცვლად, რომ ფიქრობდეს ტელევიზიების პრობლემატიკაზე, თუ როგორ უნდა გამოვიდნენ იმ კრიზისიდან, რაც კორონას უკავშირდება, [კახა] ბექაურის ერთადერთი საქმიანობაა, ხელისუფლებისგან დამოუკიდებელი მედიების სანქცირება”, – ამბობს ზუკა გუმბარიძე.

კომისიის თქმით, ტელეკომპანიამ მაუწყებლობის შესახებ კანონი დაარღვია – სერიალში შეურაცხმყოფელი ლექსიკაა გამოყენებული და დღის ეთერში გავიდა, გარდა ამისა, მათივე თქმით, სერიალს არ აქვს ასაკობრივი ნიშანდება.

რაც შეეხება “მტავარ არხს”, კომუნიკაციების კომისიაში მის წინააღმდეგ შესული სარცელი ეხება 12 დეკემბერს გადაცემა “შაბათის მთავარში” გასულ სიუჟეტს. კერძოდ, კომპანიას ედავებიან ფინანსთა მინისტრის, ივანე მაჭავარიანის კადრებთან დაკავშირებით, რაც პარლამენტის პლენარულ სხდომათა დარბაზში, საჯარო სივრცეშია გადაღებული.

კომუნიკაციების მარეგულირებელ კომისიაში შესულ საჩივრებს დღეს, 28 იანვარს ონლაინ ფორმატში განიხილავენ.

იტვირთბა....