ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

გიორგი ბადაშვილი ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურს უხელმძღვანელებს

ამ საკადრო გადაადგილებების შესახებ “მეტრონომი” ჯერკიდევ რამდენიმე დღის წინ წერდა. მიუხედავად იმისა, რომ მაშინ სამინისტროში ეს ინფორმაცია არ დაგვიდასტურეს, გაირკვა, რომ თანამდებობების გადანაწილება ზუსტად ისე მოხდა, როგორც ჩვენ ვწერდით.

ყოფილი გენერალური პროკურორი გიორგი ბადაშვილი ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურს უხელმძღვანელებს. ფინანსთა მინისტრმა ნოდარ ხადურმა ახალი უფორსი საგამოძო სამსახურის თანამშრომლებს თავად წარუდგინა.

გიორგი ბადაშვილი 2014-2015 წლებში საქართველოს მთავარი პროკურორად მუშაობდა. მანამდე ის შინაგან საქმეთა სამინისტოს ანტიკორუფციული სააგენტოს უფროსის მოადგილე იყო.

რაც შეეხება ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის ყოფილი უფროსს ლერი ბარნაბიშვილს, ის ფინანსთა მინისტრის მოადგილედ  დაინიშნა.

იტვირთბა....