პარტია “გირჩის” ლიდერის, ვახო მეგრელიშვილის განცხადებით, მას “ქართულ ოცნებასთან” მოლაპარაკებების გამართვა სურს, თუმცა, მანამდე უნდა იცოდეს, ვისთან ღირს საუბარი.
როგორც მეგრელიძვილმა პოსტტვ-ს ეთერში განაცხადა, ის დაინტერესებულია, გაიცნოს “ქართული ოცნება.”
“მე მინდა, რომ გავიცნო ქართული ოცნება. იქ არავის არ ვიცნობ. ჯერ მინდა, რომ ადამიანებს ვიცნობდე. საჯაროდ ვიძახი, რომ საერთოდ, მაინტერესებს, გავიცნო ქართული ოცნება.
შენ უფრო გენდობი, რომ მირჩიო, ვინაა ის ადამიანი დღეს ქართულ ოცნებაში, ვისთანაც სერიოზული ლაპარაკი შეიძლება, რათა გავიგო, რა უნდა ქართულ ოცნებას”, – უპასუხა მეგრელიშვილმა.
მეგრელიძვილმა თქვა, რომ პარლამენტში რომ მივიდეს “ატყდება ერთი ამბავი” და არა “ისტერიკაში შოუს მოწყობა”, არამედ, “ადამიანების გაცნობა” სურს.
ცნობისთვის, ამ დრომდე მმართველ გუნდთან პარლამენტში მოლაპარაკებები გამართა პარტია “მოქალაქეების” ლიდერებმა ალეკო ელისაშვილმა და ლევან იოსელიანმა. თუმცა, შეხვედრის შემდეგ მხარეებმა განაცხადეს, რომ რიგ მნიშვნელოვან პოლაიტიკურ საკითხებზე ვერ შეთანხმდნენ.