“ჩვენ დასაკარგი ძალიან ბევრი გვაქვს, ძალიან დიდი ენერგია ჩაიდო ამ არჩევნებში, მაგრამ არ შევეგუებით. დროზე დაამთავრონ, დროზე გააუქმონ ეს მანდატები და გაუძღვნენ ქვეყანას როგორც უძღვებოდა 8 წლის განმავლობაში და მოსახლეობა მიხვდება, რომ ეს უნდა დამთავრდეს.”
მამუხა ხაზარაძე – “ლელოს” ლიდერი
ამის შესახებ მამუკა ხაზარაძემ “დღის ამბებში” განაცხადა.
ცნობისათვის, პარლამენტმა სადეპუტატო მანდატის შეწყვეტის მსურველი ოპოზიციონერების განცხადებების განხილვა დაიწყო. ოპოზიცის კი კვლავ ბოიკოტის რეჟიმში რჩება და ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების ჩატარების მოთხოვნით გამოდიან.