„მთავარი არხის“ გენერალური დირექტორი ნიკა გვარამია სოციალურ ქსელში წერს, რომ საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა კოვიდის ვაქცინები იშოვა.
გვარამია ბიძნა ივანიშვილზეც წერს და ამბობს, რომ მას ქვეყნისთვის სასიკეთო არაფერი გაუკეთებია.
„სააკაშვილმა, არც მეტი, არც ნაკლები, კოვიდის ვაქცინები გვიშოვა. ამას ჰქვია ჭერი აარღვია! წარმოუდგენელია. აი, ეგრე. წავიდეს ახლა ბიძინა, უკვდავების წყალი მოიტანოს.
ქართველების მოძულე ბოროტი მილიარდერი, არც კი განძრეულა ხალხის გადასარჩენად. არადა, ორდენი რომ მიეღო, უმდიდრეს საფრანგეთს მილიონები შესწირა“- წერს ნიკა გვარამია სოციალურ ქსელში.