ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

“თუ მართლა რევოლუცია გვინდა, უნდა ვიყოთ მზად მსხვერპლისთვის”- “გირჩის” წევრი

პარტია “გირჩის: ერთ-ერთი ლიდერის ალექსანდრე რაქვიაშვილის განცხადებით, როდესაც ოპოზიციას სადებუტატო უფლებამოსილება საბოლოოდ გაუუქმდებათ, უახლოეს დღეებში “პარლამენტი აღარ გვექნება”.

რაქვიაშვილის განცხადებით, რა მოგყვება მანდატების ფაუქმებას, რთულად პროგნოზირებადია.

მისი შეფასებით, თუ რევოუცია მოხდება, მშვიდობიანი რევოლუცია არ არსებობს და მზად უნდა იყვნენ მსხვერპლისთვიაც.

“მშვიდობიანი რევოლუცია არის ოქსიმორონი. ასეთი რაღაცები არ ხდება. ჩვენ არ შეგვიძლია, დავიწყოთ რევოლუცია, თუ არ ვართ მზად, რომ წინააღმდეგობა გავუწიოთ, მაგალითად, პოლიციას. მე სამჯერ ვიყავი დარბეულ აქციაზე ბოლო წელიწად–ნახევარში, ხომ ვიცით, რომ ჩვენი მთავრობა გამოიყენებს ძალას, თუ მართლა რაღაც სერიოზული აქცია ჩატარდება. ჩვენ საპასუხოდ რას ვიზამთ, არ ვუპასუხებთ, გავიქცევით? მაშინ რევოლუცია არ შედგება. და თუ ვუპასუხებთ, იქ მსხვერპლი შეიძლება მარტივად გაჩნდეს.

ამიტომ ჩვენ უნდა ვიყოთ მზად ამ მსხვერპლისთვის, თუ მართლა რევოლუცია გვინდა. არ უნდა მოვატყუოთ ერთმანეთი, რომ რაღაც მშვიდობიანი რევოლუციები გვინდა, როგორც ოპოზიციის განცხადებაში იყო, რომ მოლაპარაკება მინდა, არადა პოზიცია ისეთი აქვს დაკავებული, რომ მოლაპარაკებებს სინამდვილეში შლის”,– თქვა ალექსანდრე რაქვიაშვილმა ტვ პირველის ეთერში.

ცნობისათვის, პარლამენტმა სადეპუტატო მანდატის შეწყვეტის მსურველი ოპოზიციონერების განცხადებების განხილვა დაიწყო. ოპოზიცის კი კვლავ ბოიკოტის რეჟიმში რჩება და ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების ჩატარების მოთხოვნით გამოდიან.

იტვირთბა....