“ვაქცინების ხელმისაწვდომობასთან დაკავშირებით ზოგადად პრობლემა არის მთელს მსოფლიოში. ვაქცინა არის უსაფრთხო, ვაქცინისგან მიღებული სარგებელი განუზომლად აღემატება რაიმე რეალურ თუ მოგონილ რისკს. ძალიან მკაფიოდ უნდა ვუთრხათ ჩვენს მოქალაქეებს, რომ მაისამდე ან ივნისამდე გახდება ხელმისაწვდომი ეს ვაქცინა.”
აკაკი ზოიძე – ექსპერტი ჯანდაცვის საკითხებში
ამის შესახებ აკაკი ზოიძემ “დღის ამბებში” სტუმრობისას განაცხადა.
ცნობისთვის, მტავრობამ ვაქცინაციის ეროვნულ გეგმა დაამტკიცა. გეგმით გათვალისწინებულია, რომ 2021 წლის ბოლომდე ქვეყნის მოსახლეობის 60%-ის აცრა მოხდეს. ასევე, ვაქცინაციის გეგმაში განსაზღვრულია რა ტიპის ვაქცინებს მიიღებს ქვეყანა და როგორ მოხდება მისი ლოჯისტიკა.