aviabiletebi
ახალი ამბები მერია მთავარი საზოგადოება

“100 ერთეული 12-მეტრიანი ავტობუსის შემოყვანით ყვითელი ავტობუსების ჩანაცვლება დასრულდება”- კალაძე

aviabiletebi
ავიაბილეთები

დედაქალაქში უკვე შესყიდული 100 ერთეული 12-მეტრიანი ავტობუსის შემოყვანით ყვითელი ავტობუსების ჩანაცვლება დასრულდება. თბილისის მერია კი დამატებით, 180 8-მეტრიან ავტობუსს შეისყიდის. ამის შესახებ დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ განაცხადა.

მისი თქმით, უახლოეს მომავალში ფასთა კვლევა ჩატარდება, რის შემდეგაც ტენდერი გამოცხადდება.

„ყვითელი ავტობუსების ჩანაცვლების პროგრამა, ფაქტობრივად, დასრულებულია. ველოდებით 100 ერთეულ ავტობუსს, რომელიც უკვე შესყიდული გვაქვს და შემოვა. ეს არის BMC-ის მარკის, 12-მეტრიანი ავტობუსები. ამით არსებული ყვითელი ავტობუსები მთლიანად გვექნება ჩანაცვლებული და არცერთი ყვითელი ავტობუსი არ იმოძრავებს დედაქალაქში. იქნება მხოლოდ 12-მეტრიანი, 10-მეტრიანი, 8-მეტრიანი ახალი ავტობუსები. თუმცა, ამით ვერ მივაღწევთ იმას, რა შედეგიც საბოლოდ გვინდა. ჩვენ ვამბობთ, რომ საზოგადოებრივი ტრანსპორტი აუცილებლად იქნება ყველაზე კომფორტული და სწრაფი. ჩვენ ბევრი გვაკრიტიკებს, რომ კონკრეტული პროექტების განხორციელებისას პრიორიტეტული ხდება ავტობუსის ზოლების მოწყობა. რა თქმა უნდა, ამას თან ბევრი კვლევა ახლავს და ის ყველა ქუჩაზე ვერ მოეწყობა, თუმცა, სადაც აუცილებელია, იქ ავტობუსის ზოლები იქნება. ჩვენ დამატებით ახალი ავტობუსების შეძენა გვჭირდება. ვაპირებთ 180 ერთეული 8-მეტრიანი ავტობუსების შესყიდვას. უახლოებს მომავალში ფასთა კვლევა გამოცხადდება, შემდეგ კი – ტენდერი“, – განაცხადა კახა კალაძემ.

მისივე თქმით, პარალელურად მიმდინარეობს მიკროავტობუსების ჩანაცვლების პროგრამა, რათა საზოგადოებრივი ტრანსპორტი ერთმანეთთან თანხვედრაში მოვიდეს.

 

იტვირთბა....