ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა საზოგადოება

“საშინელებაა, როცა ქვეყანა იმართება Google-ით და არა პროფესიონალებით” – ფხაკაძე

გაეროს გენერალური მდივნის მრჩეველი, პროფესორი გიორგი ფხაკაძე საქართველოში კორონავირუსის გავრცელების წინააღმდეგ მთავრობის მიერ გატარებულ ღონისძიებებს აფასებს. მისი თქმით, შეზღუდვები რამდენიმე წლის განმავლობაში ვერ გაგრძელდება და დროა საქართველომ ვირუსთან თანაცხოვრება ისწავლოს.

“საშინელებაა, როცა ქვეყანა იმართება Google-ით და არა პროფესიონალებით და ერთ წელიწადში ჩვენ ვისწავლეთ ის, რომ არაფერი ვისწავლეთ. მე როცა ვთქვი, რომ 2023 წლამდე საქართველო იქნება იმავე მდგომარეობაში, მთავრობის ზოგიერთმა წარმომადგენელმა მიპასუხა, რომ ვატყუებ მოსახლეობას. ფაქტია, რომ ვაქცინაციის პროგრამა, რომელიც ჯერ კიდევ 6 თვის წინ შედგა და 2023 წლამდე მსოფლიო მოსახლეობის ვაქცინაცია იყო დაგეგმილი, ეს გეგმა ვერ შესრულდება.

მინიმუმ 2023 წლამდე ჩვენ ასეთი ვითარება გვექნება, როგორიც ახლაა და მანამდე ქვეყანა დაკეტილი ხომ არ იქნება. უნდა ვისწავლოთ ამ ვირუსთან ერთად ცხოვრება, 2 მეტრიანი დისტანციით, ხელების ხშირი დაბანითა და პირბადის გამოყენებით“, – აღნიშნა გიორგი ფხაკაძემ.

ცნობისათვის, ჯანდაცვის სამინისტროს მიერ შემუშავებული ვაქცინაციის გეგმის თანახმად, საქართველო კორონავირუსის ვაქცინას მიმდინარე წლის პირველ კვარტალში მიიღებს.

იტვირთბა....