“ოპოზიცია უნდა შევიდეს თუ არა პარლამენტში, ნება მაგათია, მაგრამ საერთოდ ასე ქუჩაში გამოტანა, ხომ ხვდებიან, რომ ქუჩაში იმდენი ძალა არ აქვთ, ხალხი ვერ გამოჰყავთ. წარმოიდგინეთ, ახლა ეკლესიას რომ დასჭირდეს და ხალხს დაუძახოს, მასე ცოტა ხალხი გამოვა? უბრალოდ საჭირო რომ იყოს და რომ ვთხოვო ხალხს, როგორ გგონიათ რამდენჯერ მეტი გამოვა? იმასაც გვაფიქრებინებენ, რომ ცოტა ისე ჩავერიოთ, მაგასაც მოვიფიქრებთ თუ ასე გააგრძელეს!
მეუფე იაკობი – ბოდბელი მიტროპოლიტი
ამის შესახებ მეუფე იაკობმა ქვეყანაში მიმდინარე პოლიტიკური პროცესებზე ჟურნალისტებთან განაცხადა.
კითხვაზე: შეძლებს თუ არა „ქართული ოცნება“ ქვეყნის კრიზისიდან გამოყვანას, მეუფემ აღნიშნა, რომ მარტო აღნიშნულს ვერც ერთი ძალა ვერ შეძლებს.