ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

“მე არ დავუჭერდი მხარს ოპოზიციონერი დეპუტატებისთვის უფლებამოსილების შეწყვეტას, სულისკვეთება ერთი აქვს ყველას”- დავით სერგეენკო

საპარლამენტო უმრავლესობის წევრის, დავით სერგეენკოს განცხადებით,  ოპოზიციონერი დეპუტატებისთვის უფლებამოსილების შეწყვეტას მხარს არ დაუწყებს.

როგორც სერგეენკომ ჟურნალისტებთან განაცხადა, ყველა შესაძლებლობა უნდა იყოს გამოყენებული, რომ შეთანხმება შედგეს და პარლამენტში ოპოზიცია იყოს წარმოდგენილი.

“მე არ დავუჭერდი დეპუტატებისთვის უფლებამოსილების შეწყვეტას მხარს ახლანდელი მდგომარეობით, რადგან ვფიქრობ, რომ ყველა შესაძლებლობა უნდა იყოს გამოყენებული – კონსულტაცია, მოლაპარაკება იმისთვის, რომ დეპუტატები შემოვიდნენ პარლამენტში. ცალსახა პოზიცია ამ წუთის მდგომარეობითაც არ არის. განსხვავებული პოზიციებია და დღევანდელი შეხვედრები და კონსულტაციები სწორედ ამას მიეძღვნება. სულისკვეთება ერთი და იგივე აქვს ყველას, რომ მაქსიმალური შანსი მიეცეს ყველას, რომ კარები არ დაიხუროს,”- განაცხადა დავით სერგეენკომ.

სერგეენკოს განცხადებით, მოლაპარაკებებიდან „ქართული ოცნება” არც წასულა, მოლაპარაკებები გრძელდება და იმედს იტოვებს, რომ ოპოზიციური პარტიები პარლამენტშიი შევლენ.

ცნობისათვის, პარლამენტი სადეპუტატო მანდატის შეწყვეტის მსურველი ოპოზიციონერების განცხადებების განხილვას იწყებს.

საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტი დღევანდელ სხდომაზე პარლამენტის წევრის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის თაობაზე “ლეიბორისტული პარტიის“ ლიდერის შალვა ნათელაშვილისა და “ნაციონალური მოძრაობის“ წევრის ლევან ხაბეიშვილის განცხადებებს განიხილავს.

 

იტვირთბა....