პარტია „თავისუფალი საქართველოს“ თანათავმჯდომარის, გოგი წულაიას განცხადეით, დაუშვებელია, ხელისუფლებამ მოქალაქეებს ხმები მოპაროს და სახლში მონებივით გამოკეტოს. ამის შესახებ გოგი წულაიამ ქუთაისში მიმდინარე საპროტესტო აქციაზე განაცხადა, რომელსაც სამოქალაქო აქტივისტები და ოპოზიციის ნაწილი მართავენ.
როგორც გოგი წულაიამ განაცხადა, მსგავსი საპროტესტო აქციები სხვა ქალაქებშიც გაიმართება.
“არ შეიძლება მონებივით გამოკეტო სახლში, არ შეილება ხალხს ხმები მოპარო, არ შეიძლება სულ შენ იყო ამის დედა ვატირე,”- აცხადებს წულაია.
გოგი წულაია ხელისუფლებას მოუწოდებს, მშვიდობიანად წავიდეს.
“წადი მშვიდობიანად. თუკი მიშა მიხვდა ამას, ამერიკელმა დააძალა თუ ბებიაჩემმა დააძალა, წავიდა ის კაცი. შენც გეუბნება ქართველი ერი, წადი! წადი და იყავი ოპოზიციაში, მერე 8-10 წლის მერე კიდევ მოდი, მერე კიდევ წადი,”- აცხადებს გოგი წულაია.
ამ წუთებში ქუთაისში ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების ჩატარების მოთხოვნით საპროტესტო აქცია მიმდინარეობს.აქციის მონაწილეები ქვეყანაში დაწესებულ კოვიდრეგულაციებსაც აპროტესტებენ.