“ფორმალურად ხარკს უხდიან დასავლეთის მოთხოვნებს. ეს ყველაფერი ხელისუფლებას ხელს აძლევს ოპოზიციასთან ურთიერთობაში. ფაქტობრივად, რბილად რომ ვთქვათ, კატა-თაგვობანას ეთამაშენებიან ოპოზიციას. ეს მათი მხრიდან დემორალიზაციისთვის საუკეთესო ბერკეტია იმიტომ, რომ სანამ დეპუტატების მანდატების საკითხი ღიაა, მანამდე მუდმივი დაძაბულობაა ოპოზიციაში, რომ ვიღაც არ შევიდეს და რაღაცით განაწყენებულმა საერთო ოპოზიციურ ერთობას რაღაცით არ უგანოს.
ხათუნა ლაგაზიძე – ანალიტიკოსი
აღნიშნულით ლაგაზიძე “ინტერპრესნიუსთან” ოპოზიციის მანდატების გაუქმების საკითხს გამოეხმაურა.
ცნობისათვის, პარლამენტი სადეპუტატო მანდატის შეწყვეტის მსურველი ოპოზიციონერების განცხადებების განხილვას იწყებს.
საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტი დღევანდელ სხდომაზე პარლამენტის წევრის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის თაობაზე “ლეიბორისტული პარტიის“ ლიდერის შალვა ნათელაშვილისა და “ნაციონალური მოძრაობის“ წევრის ლევან ხაბეიშვილის განცხადებებს განიხილავს.