aviabiletebi
ახალი ამბები ვიდეო მთავარი მსოფლიო

(ვიდეო) “ჩემს მკვლელს ველაპარაკე და ჩავწერე” – ვიდეო, რომელსაც უკვე 27 მლნ ნახვა აქვს

aviabiletebi
ავიაბილეთები

ეს არის ვიდეო, რომელსაც უკვე 27 მილიონამდე ნახვა აქვს. საქმე ეხება რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმირ პუტინის დაუძინებელ მტერს, ოპონენტს, ალექსეი ნავალნის, რომელიც გასულ წელს მოწამლეს, მაგრამ სასწაულებრივად, გერმანიის კლინიკაში იმკურნალა, გადარჩა და მოსკოვში დაბრუნდა. ის დააკავეს. თუმცა მან მოასწრო ზარი განეხორციელებინა, როგორც თავად ამბობს, მისი მკვლელობის დამკვეთთან და იუთუბზე ატვირთა.

“მე დავურეკე და ველაპარაკე ჩემს მკვლელს, ეს სასწაულია. ეს არის ყველაზე მნიშვნელოვანი და უცნაური საუბარი ჩემ ცხოვრებაში. ეს არის ეპოქის დოკუმენტი. ვესაუბრები ფეესბეს ჯგუფის სამხედრო ქიმიკოსს, რომელსაც უშუალოდ ევალებოდა ჩემი ლიკვიდაცია” – აცხადებს ნავალნი.

იტვირთბა....