ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

(ვიდეო) “მხარდამჭერი რომ იყავით იმ ხელისუფლების, მაშინ რატომ არ აპროტესტბდით მათ ქმედებებს?” – ელისო კილაძე თამარ ჩერგოლეიშვილს

“ტაბულას” რედაქტორი, თამარ ჩერგოლეიშვილი და “ქრონიკა პლიუსის” რედაქტორი, ელისო კილაძე “ფორმულას” გადაცემა ” პოლიტმეტრში” ერთმანეთს დაუპირისპირდნენ.

როგორც თამარ ჩერგოლეიშვილმა გადაცემაში განაცხადა, 2016 წლამდე “ნაციონალური მოძრაობის” მხარდამჭერი იყო, ამიტომ წინახელისფლების “უსაქცილობაზე” მის წილ პასუხიმგებლობას იღებს.

“2016 წლამდე “ნაციონალური მოძრაობის” მხარდამჭერი ვიყავი და ჩემ წილ პასუხიმსგებლობას მეც კი ვიღებ მაგათ უსაქციოლებებზე, მაგრამ ჩვენ ხომ ვიცით, რომ ჩვენ გვაქვს ძალიან დიდი ტვირთი და ერთადერთი ნარატივი რაც გვაქვს, რაზეც ბიძინა ივანიშვილი დგას, რომ ეს ხალხი ადამიანის ღირსებას არად აგდებენ. ღირსება წაგვართვეს – ამაზე იდგა სააკაშვილის წინააღმდეგ მოძრაობა და როდესაც ხელისუფლებაში დაბრუნებას ცდილობ…,” – განაცხადა თამარ ჩერგოლეიშვილმა.

ჩერგოლეიშვილს აღნიშნული განცხადების გაკეთება “ქრონიკა პლიუის” მთავარმა რედაქტორმა, ელისო კილაძე შემდეგი კიითხვით შეაწყვეტინა, – “მხარდამჭერი, რომ იყავით იმ ხელისუფლების, მაშინ რატომ არ აპროტესტბდით წინახელისფლების ქმედებებს?”

რაზეც “ტაბულას” დამფუძნებელმა და მთავარმა რედაქტორმა განუცხადა,  – “გასაგებია, რომ მე და შენ ძალიან ბევრ რამეზე ვერ შევთანხმდებით, მაგრამ არ გამაწყვეტინო”.

იხ: ვიდეო:

 

იტვირთბა....