ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

“ჩვენ არაფრის გადახდას არ ვაპირებთ” – აქტივისტები პროტესტის ნიშნად კომენდანტის საათს მეორედ არღვევენ

კომენდანტის საათს ამ წუთებში პარლამენტთან გამართული აქციის წევრები უკვე მეორედ არღვევენ.  აქციის მონაწილეები აპროტესტებენ მთავრობის მიერ დაწესებულ  კოვიდშეზღუდვებს.

როგორც ისინი  ამბობენ, არ აპირებენ მთავრობის მიერ გამოწერილი ჯარიმების გადახდას, რადგან მათი აზრით შეზღუდვებს ლეგიტიმური საფუძველი არ აქვს.

“ჩვენ არაფრის გადახდას არ ვაპირებთ, რადგან ეს არის პოლიტიკური ლოქდაუნი. ოროსანი ტიკარაძე ვერანაირად ვერ შეძლებს მართოს პანდემია, რა თქმა უნდა, რეგულაციები არის საჭირო, მაგრამ ისე, როგროც ევროპაშია…ტრანსპორტი არ ჩაკეტილა ევროპაში არც ერთი დღე, ყველა დამსაქმებელს აქვს უფლება მის დასაქმებულს მისცეს საშვი და არა როგორც რუსეთში და საქართველოში ხდება, რომ მხოლოდ სახელმწიფო წყვეტს ამას”, – ამბობს ნიკა ნარსია.

ცნობისთვის, კომენდანტის საათის განმეორებითად დარღვევისთვის აქტივისტებს სამ წლიანი პატიმრობა ემუქრებათ.

იტვირთბა....