“საზოგადოებრივი ტრანსპორტი არის ერთ-ერთი ყველაზე სენსიტიური თემა,” – ამის შესახებ ეკონომიკის მინისტრმა, ნათია თურნავამ “კურიერის” ეთერში კოვიდრეგულაციებზე საუბრისას განაცხადა.
როგორც თურნავამ “კურიერის”ეთერში აღნიშნა, ის რესტორნების გახსნაზე წინ ტრანსპორტის გახსნის საკითხს დააყენებდა.
“საზოგადოებრივი ტრანსპორტი არის ერთ-ერთი ყველაზე სენსიტიური თემა. თუ კი მის გახსნაზე ვსაუბრობთ, მე, მაგალითად, არ მიწყენენ ჩემი კოლეგები, მეგობრები, ბიზნესის წარმომადგენლები, მაგრამ რესტორნებზე გაცილებით წინ დავაყენებდი ამ საკითხს, მაგრამ აქაც შეჯერებული გადაწყვეტილება უნდა მივიღოთ. რაც შეეხება საქალაქთაშორისო ტრანსპორტს, აქ არის გარკვეული რაციონალი, ჩვენ თუ რეგიონ-რეგიონ ვხსნით და ვიცით, რომ აჭარა მწვანეა, რაღაც ბარიერები უნდა არსებობდეს. მერწმუნეთ, ეტაპობრივად და დადებითობის მაჩვენებლის მკაცრი მონიტორინგით, ჩვენ შევძლებთ, რომ თანდათან გავხსნათ ეს ინდუსტრია, თუმცა სანამ არ არის პანდემია დამარცხებული, ვერც მოულოდნელობები და ვერც სიურპრიზები რომ არ იქნება, ამის გარანტიას ჩვენ ვერავის ვერ მივცემთ”. – განაცხადა ნათია თურნავამ.