ახალი ამბები მთავარი სპორტი

კვარაცხელიაში იტალიური ნაპოლი 20 მილიონს იხდის

როგორც ქართული სპორტული სააგენტო “ლიდერსპორტი” იუწყება, ქართველი თინეიჯერი ფეხბურთელით, ხვიჩა კვარაცხელიათი, რომელიც ამჟამად რუსული საფეხბურთო კლუბ “რუბინის” საკუთრებაა, იტალიური ნაპოლია დაინტერესებული.

სააგენტოს ცნობით, საქმე უკვე დაიძრა და ახლა ფინანსებზე მიდის საუბარი. “რუბინი” 19 წლის ქართველში 25 მილიონ ევროს ითხოვს, იტალიელებს კი თანხა ეძვირებათ და 5 მილიონით ნაკლების გადახდა სურთ.

შეგახსენებთ, ნაპოლი მიმდინარე სერია A-ს 19 ტურის შემდეგ 34 წულით მე-6 ადგილზეა და ერთი მატჩი ტურინის იუვენტუსთან აქვს გამოტოვებული. მწვრთნელად კი ჯენარო გატუზოა.

 

იტვირთბა....