ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

“ძალიან მალე ჩვენ ქვეყანაში დაჯდება თვითმფრინავი, რომელიც ჩამოიტანს ვაქცინას, შემდეგ ვნახავთ შეძლებენ თუ არა პროცედურის დაწყებას” – გიორგი ჩალაძე

“ძალიან მალე ჩვენ ქვეყანაში დაჯდება თვითმფრინავი, რომელიც ჩამოიტანს ვაქცინას, შემდეგ ვნახავთ შეძლებენ თუ არა ვაქცინაციის პროცედურების დაწყებას,” – ამის შესახებ გენეტიკის ლაბორატორიის თანადამფუძნებელმა, გიორგი ჩალაძემ “მთავარი არხის” გადაცემაში “დღის სტუმარში” განაცხადა.

გიროგი ჩალაძე ამვე გადაცემაში მთავრობას უმოქმედობაში ადანაშაულებს და ამბობს, რომ მალე თავად უზრუნველყოფს ქვეყანაში ვაქცინის შემოტანას.

“ძალიან მალე ჩვენ ქვეყანაში ჩამოვიტანთ [ვაქცინას], ვაჩვენებთ, ვის შეუძლია საქმის გაკეთება. საქართველოში დაჯდება თვითმფრინავი, რომელიც ჩამოიტანს ვაქცინას, შემდეგ ვნახავთ შეძლებენ თუ არა ვაქცინაციის პროცედურების დაწყებას. ესენი არიან უუნაროები, არ იციან, როგორ მართონ ქვეყანა. ჩვენ ვიცით, როგორ გავიყვანოთ ქვეყანა პანდემიიდან რაც შეიძლება შორს და მალე გავხნათ. ჩაკეტვას ორი მიზეზი აქვს – მავნებლობა და კომპეტენციის არქონა”, – განაცხადა გიორგი ჩალაძემ.

იტვირთბა....