ბიზნესმენი, თემურ ჭყონია ბიზნესსექტორის მოთხოვნას, საქმიანობის განახლების უფლება მიეცეთ “ფორმულას” გადაცემა “კომენტარში” ეხმიანება.
როგორც ბიზნესმენმა გადაცემაში განაცხადა, ისე აღიქმება, თითქოს მთავრობას უნდა, არაფერი დათმოს, ამ დროს კი საუბარი ქვეყნის კეთილდღეობასა და ეკონომიკაზეა.
“რეალურად უნდა იყოს საკითხი დალაგებული, სხვადასხვა სფეროს სხვადასხვა პრობლემა აქვს და ყველა პრობლემის მოგვარება არის შესაძლებელი. უფრო დათმობაზე უნდა წავიდნენ, ვიდრე ჯიბრში ჩადგომაზე. ახლა ისეთი შთაბეჭდილება რჩება, რომ აქციის მონაწილეები, რომლებსაც მე სოლიდარობას ვუცხადებ, არიან ულტიმატურის რეჟიმში, მთავრობა კი ელოდება, რომ ულტიმატუმის რეჟიმში როგორ აჯობონ ამ თემას, გაჯიქდნენ და არ დათმონ არაფერი და რას თმობენ, რაზეა ჩხუბი? ჩხუბია ჩვენი ქვეყნის კეთილდღეობასა და ეკონომიკაზე”, – განაცხადა თემურ ჭყონიამ.
ცნობისთვის, მთავრობის ადმინისტრაციასთან ქვეყანაში დაწესებული შეზღუდვების მოხსნის მოთხოვნით საპროტესტო აქცია გაიმართა. ქვეყანაში დაწსებული შეზღუდვების მოთხოვნით საპროტესტო აქციები პერმანენტულად მიმდინარეობს.