ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

“თუ ოპოზიცია მხოლოდ იმპულსებზე აგებულ პროცესს შემოგვთავაზებს, მაშინ საპარლამენტო ბოიკოტს აზრი დაეკარგება”- არჩილ გამზარდია

ანალიტიკოს არჩილ გამზარდის განცხადებით, თუ ოპოზიციას რეალისტური და შედეგზე ორიენტირებული გეგმა არ ექნება, მხარდაწერას დაკარგავსა.

როგორც გამზარდია სოციალურ ქსელში წერს, პირადად ის ოპოზიციისგან სამოქმედო გეგმას ვერ ხედავს.

მისი თქმით,  თუ ოპოზიცია მხოლოდ იმპულსებზე აგებულ პროცესს შემოგვთავაზებენ, მაშინ, საპარლამენტო ბოიკოტს აზრი დაეკარგება.

“თუ ოპოზიციას არ აქვს რეალისტური და შედეგზე ორიენტირებული გეგმა, უფლებამოსილების შეჩერების შემდეგ რას მიაღწევს მომავალ პერიოდში და შეასუსტებს ხელისუფლების დიქტატს თუ პირიქით, გააძლიერებს, მიიღებს მასობრივ მხარდჭერას ხალხისგან თუ ვერ მიიღებს, საერთაშორისო პარტნიორები დამხმარეებად ექცევიან თუ წინაღობად… თუ რაციონალური პროცესის ნაცვლად მხოლოდ იმპულსებზე აგებულ პროცესს შემოგვთავაზებენ, მაშინ, საპარლამენტო ბოიკოტს აზრი დაეკარგება და უკუშედეგად ექცევათ, რასაც ისევ საპარლამენტო და პლუს გარე ბრძოლა აჯობებს.
რაც შეეხება ოპოზიციის მზაობას – არ ვიცი… მე ვერაფერს ვხედავმ არც არამზაობას, არც მზაობას, ვერაფერს… სხვების არ ვიცი, მივიღებდი ნებისმიერ დამატებით მოსაზრებას და გავითვალისწინებდი,”- წერს არჩილ გამზარდია.

 

 

იტვირთბა....