ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

შედის თუ არა პარლამენტში თინა ბოკუჩავა – პოლიტიკოსი საკუთარ პოზიციას განმარტავს

გავრცელებული ინფორმაციით, “ნაციონალური მოძრაობის” რამდენიმე წარმომადგენელი პარლამენტიში შესვლას აპირებს, რასაც პარტიის წევრი თინა ბოკუჩავა არ ადასტურებს. მისი თქმით, ის ყოველთვის საკუთარი პარტიის ერთგული დარჩება და გაიზიარებს შეჯერებულ გადაწყვეტილებას. ამის შესახებ მან , “დღის კურიერში” სტუმრობისას განაცხადა.

” იმ ჯგუფში, რომელიც ქალბატონმა ელისომ დაასახელა, ვერ გეტყვით, რა კრიტერიუმით მოხდა ეს. თუმცა, თუ არსებობს კითხვები იმასთან დაკავშირებით, რომ ასეთ დიდ პარტიაში შეიძლება, არსებობდეს გარკვეული აზრთა სხვადასხვაობა. მე შეიძლია, ვისაუბრო ჩემს მოსაზრებასა და პოზიციაზე, იმიტომ რომ ნამდვილად არ მივცემს ჩემს თავს იმის უფლებას, რომ სხვისი სახელით ვისაუბრო. მე ყოველთვის ვიყავი, ვარ და ვიქნები, სანამ პოლიტიკაში ვარ, იქ სადაც იყო და არის ჩემი პარტია. ჩვენს პარტიას გვაქვს მიღებული ძალიან მკაფიო და პრინციპული გადაწყვეტილება, რომელიც არ შეიცვლება და ამიტომ “ქართული ოცნების” მხრიდან ეს მუდმივი სპეკულაცია და მცოცავი თარიღის წარმოება მანდატების უფლებამოსილიების შეჩერებასთან დაკავშირებით, მივიჩნევ რომ ძალიან არასწორი პოლიტიკაა, ერთგვარი შანტაჟის და მუქარის.

ეს განცხადებების შეტანის ვადებთან არანაირ კავშირში არ არის, სინამდვილეში, ეს არის პოლიტიკურ ვაჭრობასთან კავშირში და პოლიტიკურ ვაჭრობაში შესვლას “ქართულ ოცნებასთან” “ნაციონალური მოძრაობის” მხრიდან არავინ აპირებს და ამას არავინ არასდროს გააკეთებს. ამიტომ, მათ უნდა მიიღონ პრინციპული გადაწყვეტილება იმისთვის, რომ უკვე იმ მოცემულობაში განვითარდეს შემდეგი პოლიტიკური მოვლენები.

მე ვიყავი და ვრჩები ძალიან დიდი გულშემატკივარი პოლიტიკური შეთანხმებისა, მაგრამ, სამწუხაროდ, ამ პოლიტიკური შეთანხმების შესაძლებლობა ნულამდე დაწია, პრაქტიკულად, ივანიშვილმა, როდესაც მან ააყირავა მოლაპარაკების მაგიდა. თუ ისინი შეიცვლიან თავიანთ სამომლაპარაკებო პოზიციას და გონივრული პოზიციით წარდგებიან მოლაპარაკების მაგიდასთან, მაშინ ბუნებრივია, მზად ვიქნებით მონაწილეობა მივიღოთ მოლაპარაკების მეხუთე რაუდში,” – განაცხადა თინა ბოკუჩავამ.

იტვირთბა....