ახალი ამბები მთავარი სამართალი

ირაკლი ფანგანს 2000-ლარიანი გირაო შეეფარდა და ირაკლი ჩავლეიშვილთან მიახლოება აეკრძალა

ბათუმის საქალაქო სასამართლომ მოძრაობა „ალტერნატივას“ წევს, ირაკლი ფანგანს აღკვეთის ღონისძიების სახით 2000-ლარიანი გირაო შეუფარდა. ამასთან, მოსამართლის გადაწყვეტილებით, ირაკლი ფანგანს აჭარის უმაღლესი საბჭოს დეპუტატ ირაკლი ჩავლეიშვილთან საქმის საბოლოო განხილვამდე მიახლოება ეკრძალება.

ბრალდებულს თანხის გადასახდელად 40-დღიანი ვადა მიეცა, პარალელურად კი ირაკლი ფანგანი კვირაში ერთხელ გამომძიებელთან უნდა გამოცხადდეს.

„თქვენ ხართ იმისთვის, რომ გამოხატოთ თქვენი აზრი, მაგრამ შეიძლება პიროვნებას არ ჰქონდეს გათვითცნობიერებული, რა ფარგლებში უნდა განხორციელდეს შესაბამისი ქმედება. თქვენი გამოხატვის თავისუფლება იზღუდება იქ, სადაც იწყება სხვისი თავისუფლების შეზღუდვა.”, – განუცხადა ბრალდებულს მოსამართლე ვიოლეტა ფორჩხიძემ.

წინა სასამართლო სხდომა 16 თებერვალს გაიმართება.

ცნობისთვის, 24 იანვარს პოლიციამ ირაკლი განგანი  ბათუმში, აჭარის უმაღლესი საბჭოს დეპუტატის ირაკლი ჩავლეიშვილის მიმართ განხორციელებული დევნისა და ნაგვის თავზე დაყრის ფაქტზე დააკავა.

უწყების ინფორმაციით, გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებული მონაწილეობდა ბათუმში, ერას მოედნის მიმდებარე ტერიტორიაზე, არასამთავრობო ორგანიზაცია „ალტერნატივას“ და პარტია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ახალგაზრდული ფრთის წარმომადგენლების მხრიდან აჭარის უმაღლესი საბჭოს დეპუტატის – ირაკლი ჩავლეიშვილის წინააღმდეგ მიმდინარე აქციაში. ი.ფ.-მ დეპუტატის მიმართ განახორციელა დევნა და ურნიდან ნაგავი თავზე გადააყარა.

ირაჯლი ფანგანი მომხდარი ინციდენტიდან ორ დღეში გაათავისუფლეს.

იტვირთბა....