მთავარი ციტატა

“როცა ვაქცინაციაზეა საუბარი, ერთი რამ უნდა გავითვალისწინოთ”- ნორვეგიის ჯანდაცვის სამინისტროს მრჩეველი

“როცა ვაქცინაციაზეა საუბარი, ერთი რამ უნდა გავითვალისწინოთ. უნდა გავითვალისწინოთ, რომ ჩვენ გვინდა, ვაქცინაციით მოვიცვათ მოსახლეობის დიდი ნაწილი, 80%. ყველამ კარგად ვიცით, რომ ეს ვერ მოხერხდება და ამ წლის ბოლომდე ვერ მოხერხდება, რადგან ჯერ ერთიც, ვაქცინების რაოდენობაზე მთელს მსოფლიოშია პრობლემა. შესაბამისად, მოსახლეობის ეს მოცვა მხოლოდ მომავალი წლისთვისაა შესაძლებელი. ამიტომ, ვაქცინაცას და შეზღუდვებს ერთმანეთს ვერ დავაკავშირებთ, როცა ვაქცინაცია ხდება, შეზღუდვები მაშინაც უნდა იყოს, რადგან იმუნიტეტი ვერ გამომუშავდება ვაქცინით.”

ზაზა წერეთელი – ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის კომიტეტის ექსპერტმა და ნორვეგიის სამეფოს ჯანდაცვის სამინისტროს მრჩეველი

ამის შესახებ ზაზა წერეთელმა “დღის ამბებში” განაცხადა.

ცნობისთვის, საქართველოს მთავრობამ ვაქცინაციის ეროვნული გეგმა დაამტკიცა. გეგმა 2021 წლის ბოლომდე მოსახლეობის 60%-ის აცრას ითვალისწინებს.

იტვირთბა....