ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის ზამთრის სესიაზე “2008 წლის ომის” საქმეზე ადამიანის უფლებების ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებების აღსრულების აუცილებლობაზე მსჯელობენ.
ასამბლეაზე სიტყვით გამოვიდა უკრაინელი დელეგატი ალექსეი გონჩარენკო, რომელმაც კოლეგებს მოუწოდა, მხარი არ დაეჭირათ ევროპარლამენტში რუსეთის დელეგაციის დაბრუნებაზე.
“რუსეთს საქართველოს ტერიტორიები კვლავ ოკუპირებული აქვს, შეიცვალა რამე? არაფერი. კიდევ ერთხელ მინდა გამოვხატო ჩემი მხარდაჭერა ქართველი მეგობრებისათვის,”- განაცხადა უკრაინელმა დელეგატმა.
ალექსეი გონჩარენკომ რუსეთის მიერ ქართული ტერიტორიების ოკუპაციაზეც ისაუბრა და ქართულად თქვა „საქართველოს გაუმარჯოს“.