ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა საზოგადოება

ამირან გამყრელიძე პანდემიის დასამარცხებლად რამდენიმე გზას ასახელებს

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის, ამირან გამყრელიძის განცხადებით, კაცობრიობა ცხოვრების ჩვეულ რიტმს წელიწადნახევარში დაუბრუნდება. ამის შესახებ გამყრელიძემ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

როგორც გამყრელიძემ განაცხადა, პანდემიის დამარცხების გზა რამდენიმე მიმართულებაზე გადის.

“ცხოვრების იმ ჩვეულ რიტს, როდესაც ერთად ყველგან ვმოძრაობდით, არ გვეკეთა პირბადე, დავდიოდით, ვმოგზაურობდით და ა.შ – კაცობრიობა, ჩემი პირადი გათველბით და პროგნოზით, დაუბრუნდება დაახლოებით, ერთ წელში, წელიწად-ნახევარში”. – განაცხადაგამყრელიძემ.

ორგანიზაციის ხელმძღვანელი იმ გზებს ასახელებს, რომელთა დახმარებითაც პანდემია დამარცხდება. ესენია:

  • “შეზღუდვების სწორად და დროულად დაწესება. ოქროს შუალედის ნახვა შეზღუდვებსა და ნაკლებ წნეხს შორის.
  • მოსახლეობის მასობრივი ვაქცინაცია.
  • პირდაპირი მოქმედების ანტივირუსული წამლები და მათი მოხმარება და მე დამრწმუნებული ვარ, ზაფხულში ეს იქნება.
  • და ის, რომ ვირუსი დაამთავრებს თავის ბიოლოიურ ციკლს და გადაიქცევა მთელი წლის განმავლობაში სუსტ ვირუსად, ან სეზონურ ვირუსად, როგორიც არის გრიპი”.

ამასთან, გამყრელიძის თქმით, მიის ორგანიზაციაც ატარებს სოციოლოგიურ კვლევებს და ბოლო მონაცემებით, იმ მოქალაქეების რაოდენობა, რომელიც კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის გასაკეთებლად მზადაა, 50%-დან 60%-მდე მერყეობს.

იტვირთბა....