ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა საზოგადოება

იუსტიციის მინისტრის ქონება და მისი “მოკრძალებული” ხელფასი

წულუკიანი – ეს საქართველოს მინისტრებისთვის ძალიან მოკრძალებული თანხაა

„დღეს მინისტრის ხელფასი ხელზე, 5000 ლარია, რომელიც სხვადასხვა ქვეყნის კოლეგებს თუ შევედრებით, ეს საქართველოს მინისტრებისთვის ძალიან მოკრძალებული თანხაა, მაგრამ ამ მოკრძალებული თანხის  სანაცვლოდ ჩვენ ვაკეთებთ საშვილიშვილო საქმეს. ამიტომაც, პრეტენზია ამ მხრივ არავის აქვს“.-განაცხადა იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა.

ამ განცხადების შემდეგ, ჩვენ დავინტერესდით მინისტრის ქონებრივი და ფინანსური დეკლარაციაში მითითებული ინფორმაციით.

როგორც წულუკიანის მიერ შევსებული დეკლარაციიდან (2015 წ.)  ვიგებთ, მინისტრს აქვს მიწის ნაკვეთი (1900.00 კვ.მ), საცხოვრებელი სახლი (400.00 კვ.მ) სოფელ დიღომში, ბინა (120.00კვ.მ)  და არასაცხოვრებელი ფართი სტრასბურგში. წულუკიანს  საქართველოში და საზღვარგარეთ რამდენიმე ბანკში ანგარიში აქვს გახსნილი.

მინისტრის სახელზე რეგისტრირებულია ავტომანქანაც mini Cooper, 2003წ.

როგორც ირკვევა, იუსტიციის მინისტრის თეა წულუკიანმა ერთი წლის მანძილზე 87 500 ლარი აიღო. აქედან გამომდინარე, მისი ყოველთვიური ხელფასი 7 291 ლარი გამოდის. თუმცა, დღეს მინისტრების ხელფასი ოფიციალურად 5000 ლარია, თუმცა თანამდებობის პირთა ხელფასებზე მომაუშავე არასამთავრობო ორგანიზაციების განცხადებებით პრემირების სისტემა, რითაც ჩინოვნიკებმა გასულ წლებში ბოროტად ისარგებლეს, აღარ არსებობს. უკვე ბევრი ითქვა, რომ ქართულმა საჯარო სექტორმა ახალი წახალისების ფორმა შეიმუშავა დანამატების სახით. დანამეტების გაცემის რაოდენობა და კრიტერიუმები, რითიც ხდება საჯარო მოხელეთა შერჩევა, ჯერ კიდევ უცნობია.

 

 

მარიამ ვარადაშვილი

 

 

 

იტვირთბა....