ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

“აუცილებლად მივმართავ სტრასბურგის სასამართლოს”- ექიმი ვაჟა გაფრინდაშვილი

ექიმი ვაჟა გაფრინდაშვილი ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში რუსეთის წინააღმდეგ სარჩელს შეიტანს.

ექიმი აცხადებს, რომ მასზე, როგორც საქართველოს მოქალაქეზე, რუსეთის სახელმწიფო იძალადა.

“რუსეთის ფედერაციასთან ყველა საკითხი გავლილია უკვე. ცხადია, იქიდან ყველაფერზე უარყოფითი პასუხი მოვიდა, რომ ჩვენ არ გვეხება ეს საკითხებიო. აუცილებლად მივმართავ სტრასბურგის სასამართლოს იმიტომ, რომ ეს არ არის მარტო ჩემი პირადი, ეს არის საქართველოს ინტერესი. ჩემზე, როგორც საქართველოს მოქალაქეზე, მოხდა ძალადობა რუსეთის სახელმწიფოს მხრიდან”, – განაცხადა ვაჟა გაფრინდაშვილმა.

გაფრინდაშვილი 2019 წლის 9 ნოემბერს, ე.წ. საზღვრის უკანონო კვეთის ბრალდებით, ოკუპირებული ცხინვალის რეჟიმის წარმომადგენლებმა დააკავეს. მან ციხეში თვეზე მეტი გაატარა.

იტვირთბა....