ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

საქართველოში ბოლო 24 საათში კორონავირუსით 25 პაციენტი გარდაიცვალა

საქართველოში კორონავირუსით 25 პაციენტი გარდაიცვალა.

ამის შესახებ ინფორმაცია მთავრობის სპეციალურ ვებგვერდ stopcov.ge-ზე გამოქვეყნდა.

საქართველოში კორონავირუსით გარდაცვლილთა საერთო რაოდენობა 3 096-ს შეადგენს. დღეს „კოვიდ-19“-ით ინფიცირების 1 006 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გამოჯანმრთელდა  1 050 პაციენტი.

შეგახსენებთ, გუშინ საქართველოში კორონავირუსით 16 პაციენტი გარდაიცვალა.

იტვირთბა....