ახალი ამბები მთავარი ციტატა

“არის პოლიტიკა, მაგრამ არის ქართველობა, როდესაც უმცროს-უფროსობა იციან” – ირაკლი ჩავლეიშვილი

“ეს ჩემთვის შეურაცხმყოფელი ფაქტია. არის  პოლიტიკა, კანონები, მაგრამ არის ქართველობა, როდესაც უმცროს-უფროსობა იციან. ასეთი ნაგავში ჩაგდება დღეს კი არ დაიწყო, არამედ 1930 წლიან გერმანიაში, როდესაც ფაშიზმი ვითარდებოდა. მაშინაც აგდებდნენ ებრაელებს სანაგვეში და შემდეგ ჯვრებზე ვარსკვლავებს ხატავდნენ. თუ ასე გვინდა ჩვენ მომავალი შევქმნათ, კი ბატონო, მაშინაც იყო გამოხატვის თავისუფლება, მაგრამ არის რაღაც კრიტერიუმები.”

ირაკლი ჩავლეიშვილი – აჭარის უმაღლესი საბჭოს დეპუტატი.

ამის შესახებ TV პირველს განუცხადა. 

ცნობისათვის, 23 იანვარს, ბათუმში მიმდინარე აქციაზე, სადაც ბულვარში მრავალსართულიანი შენობის მშენებლობას აპროტესტებდნენ, ხმაური იყო. აქციის მონაწილეები აჭარის უმაღლესი საბჭოს დეპუტატს, ირაკლი ჩავლეიშვილს დაუპირისპირდნენ. შსს-მ ინციდენტში მონაწილე ირაკლი ფანგანი დააკავა.

უწყების ცნობით, დაკავებულმა ირაკლი ფანგანმა დეპუტატის მიმართ განახორციელა დევნა და ურნიდან ნაგავი თავზე გადააყარა. ამასთან, პროკურატურამ ირაკლი ფანგანს ბრალდება პოლიტიკურ მოღვაწეობასთან დაკავშირებით ძალადობით დევნის მუხლით წარუდგინა. ირაკლი ფანგანი ბრალის წარდგენის შემდეგ გათავისუფლდა. უწყებაში განმარტავენ, რომ პროკურატურა ბათუმის საქალაქო სასამართლოში ბრალდებულისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით გირაოს გამოყენებას მოითხოვს.

იტვირთბა....