ამ ფაქტს სოციალურ ქსელში გამოეხმაურა ცნობილი კარდიოლოგი და ტელეწამყვანი ნინო ნადირაძე.
“მამა დაეღუპა კორონავირუსით((( ახლა სხვის მამებსაც იმეტებს?” – დაწერა ნადირაძემ.
ამ განცხადების გამო ვაშაძის მხარდამჭერებმა ნინო ნადირაძე მკაცრად გააკრიტიკეს.
ვახო ხაბაძე: “თქვენსავით დალხენილი არაა ყველა.”
ნინო ნადირაძე: “რას ნიშნავს დალხენილი? ოქტომბრის მერე არ მძინებია, რაც კოვიდკლინიკად გადავკეთდით. რაც გინდათ ის გიქნიათ, არასოდეს არანაირი მოწოდება არ დამიწერია, უბრალოდ, მიკვირს ადამიანისგან ასეთი საქციელი, რომელსაც თავად მამა დაეღუპა ამ ვირუსით.”
გიორგი ხაბურზანია: “თქვენ ხო ხართ თბილად წამოსკუპებული კამერებთან და არაფერი გიჭირთ?? ხალხს კიდე ყელში ამოუვიდა თქვენი ტელევიზიიდან ხელისუფლების უუნარობის ყურება! შენ თუ იცხოვრებდი 200 ლარზე თვეში??”
ნინო ნადირაძე: “თუ გაინტერესებთ, გაჩვენებთ ანგარიშფაქტურებს, რამდენია გადარიცხული ჩემი კლინიკიდან ორთოპედიული პროტეზებისთვის, რაც ვაშაძეების სამედიცინო აპარატურის მომწოდებელ ფირმაზე გვაქვს გადარიცხული, მგონი არ უნდა შიოდეთ.”