ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა საზოგადოება

“ამას ვინც ვერ ხვდება, სერიოზული პრობლემები აქვს” – რა მიმართვას ავრცელებს ნიკა გვარამია

„მთავარი არხის“ გენერალური დირექტორი ნიკა გვარამია სოციალურ ქსელში NDI-ის კვლევებს ეხმაურება და წერს:

„NDI სატელეფონო კვლევები არაფერს გვაჩვენებს, გარდა იმისა, როგორი შეშინებულია ხალხი უზურპატორი რეჟიმით. ყველაზე მძიმე პერიოდში – ოცნების ყველაზე მაღალი რეიტინგი – ეს რომ სტატისტიკური, ლოგიკური და პოლიტიკური აბსურდია, ამას ვინც ვერ ხვდება, სერიოზული პრობლემები აქვს, ან მკაფიო მიზანმიმართულობა.

შედარებულია კვლევის ორი სხვადასხვა მეთოდოლოგიით მიღებული პასუხი – პირისპირ გამოკითხვა (შიშიც ნაკლებია და პასუხიც მეტი) და სატელეფონო (შიში უზარმაზარი, უარი დაახლობით 50%). საერთოდაც, უარი პასუხზე რომ 50% გაქვს, ალოკაციის გარეშე (და ამ უარს ოპოზიციის მომხრე ამბობს) შედეგის გამოქვეყნება კვალიფიკაციის პრობლემაა.

80%-ს უნდა ოპოზიცია პარლამენტში – რატომ 100%-ს არა? ზოგადად, მგონი ყველა ნორმალურს უნდა. თუ შეკითხვას დასვამ “უნდა იყოს თუ არა ოპოზიცია პარლამენტში”, და არა “ამართლებ თუ არა ოპოზიციის ბოიკოტს”, ამით უბრალოდ ატყუებ ხალხს და იღებ სხვა შეკითხვაზე პასუხს და ასაღებ სხვა პასუხად.

ესაა ჩემი კომენტარი NDI კვლევაზე.

ps თან დეკემბერში გაკეთებული “კვლევა” იანვრის ბოლოს რატომ უნდა გამოაცხადო და საეჭვოდ დაამთხვიო მანდატების განულების კენჭისყრას? ძაან უცნაურია“, – წერს გვარამია.

იტვირთბა....