მსახიომბა ჯიმ კერიმ ყოფილ პირველ ლედს, მელანია ტრამპს კარიკატურა მიუძღვნა, რომელიც სოციალურ ქსელში გამოაქვეყნა.
მსახიობმა კარიკატურას ტექსტიც დაურთო, სადაც ის წერს, რომ მელანია ტრამპი ყველაზე ცუდი პირველი ლედი იყო.
“ნახვამდის ყველაზე ცუდო პირველო ლედო. იმედი მაქვს, მოსახლეობა შეძლებს თქვენი ცხოვრების დაფინანსებას. მადლობა არაფრისთვის”. – ვკითხულობთ წარწერას კარიკატურაზე.
მსახიობის პოსტს ათასობით ადამიანი გამოეხმაურა. მომხმარებელთა ნაწილმა სურათს სექსისტური და ანტიფემინისტური, მსახიობს კი ფარისეველი უწოდა, რომელიც საკუთარ თავს მარცხენა ფრთასთან აიდენტიფიცირებს.