ეროვნულ დემოკრატიული ინსტიტუტი [NDI] ახალი კვლევს შედეგებს აქვეყნებს.
კითხვაზე, როგორ შეიცვალა ოჯახების ეკონომიკური მდგომარეობა 2006 წლის შემდეგ, კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 32%-ისთვის ოჯახისა და მისი მდგომარეობა გაუარესდა, გამოკითხულთა 23%-ისთვის კი მდგომარეობა გაუმჯობესდა.
ამასთან, გამოკითხულთა 45% ამბობს, რომ 2016 წლის შემდეგ მისი ოჯახის მდგომარეობა არ შეცვლილა,
ცნობისთვის, NDI-ი, კვლევა 2020 წლის 17-24 დეკემბრის პერიოდში საქართველოს მასშტაბით 2 053 სატელეფონო ინტერვიუს სახით ქვეყნის სრულწლოვან მოსახლეობას შორის ჩაატარა (ოკუპირებული ტერიტორიების გამოკლებით). საშუალო ცდომილების ზღვარი +/- 1.1% -ია, თუმცა, NDI აღნიშნავს, რომ ცდომილების ზღვარი იცვლება სხვადასხვა კითხვის მიხედვით.
სატელეფონო გამოკითხვები NDI-ის დაკვეთით CRRC საქართველომ ჩაატარა. კვლევა ხორციელდება დიდი ბრიტანეთის მთავრობის UK aid-ის ფინანსური ხელშეწყობით.