“ჯორჯიან უოთერ ენდ ფაური” განცხადებას ავრცელებს, სადაც იტყობინება, რომ თბილისის ზოგერთ უბანს წყალმომარაგება დროებით შეუჩერდებათ.
კომპანიის ინფორმაციით, 27 იანვარს წყალმომარაგება შეუწყდება თბილისის რამდენიმე უბანს ღრმაღელე-სამგორის წყალგამტარ გვირაბზე ტექნიკურ სამუშაოების დაწყების გამო.
„წყალგამტარ გვირაბზე დაგეგმილი სამუშაოების ფარგლებში მოხდება ორი მაგისტრალური წყალსადენის ერთმანეთთან დაკავშირება. ასევე დამონტაჟდება ჩამკეტ-მარეგულირებელი ურდულები და საკვანძო ჭები, რაც კომპანიას წყლის ნაკადების ეფექტურად მართვის საშუალებას მისცემს. ჩატარებული სამუშაოები ისნისა და ჩუღურეთის რაიონებს, ასევე ვაზისუბნის დასახლებას ალტერნატიული წყალმომარაგებით უზრუნველყოფს, რაც მინიმუმადე შეამცირებს ტექნიკური სამუშაობის დროს აღნიშნულ რაიონებში წყალმომარაგების შეზღუდვას.
GWP სამუშაოების საწყის ეტაპს 27 იანვარს განახორციელებს, რა დროსაც აუცილებელია მაგისტრალური ქსელის წყლისგან დაცლა. 27 იანვრის დღის 12:00 საათამდე წყალმომარაგება შეეზღუდება: ჩუღურეთის რაიონში: მეუნარგიას, ქურდიანის, ჩიქობავას, ფიროსმანის ქუჩებს, დადიანის ქ. N1-39 და N2-ს, თევდორე მღვდლის ქ. N1-13 და N2-14, ვაგზლის მოედანს, თამარ მეფის, კლდიაშვილის, მარჯანიშვილის, წინამძღვრიშვილის, მამარდაშვილის, ხიმშიაშვილის, გოცირიძის, ლოჭინის, კონსტიტუციისა და მიმდებარე ქუჩებს. ნაძალადევის რაიონში: ცინცაძისა და რიონჰესის ქუჩებს. 27 იანვრის დღის 12:00 საათიდან, 28 იანვრის დღის 12:00 საათამდე, წყალმომარაგება შეეზღუდება: ჩუღურეთის რაიონში: ივერთუბანის დასახლებას, ხუდადოვის ქ. N173-ის კორპუსებს (სამხედრო დასახლება), ტყეკულტურის, მახათის აღმართის ქუჩას და შესახვევებს, ალავერდის, თუმანიშვილი-წერეთლის, კანდელაკის, მერი შერვაშიძის, ჟორდანიას, რეხის I, II, III და მიმდებარე ქუჩებს. ნაძალადევის რაიონში: უიარაღოს, კელაპტრიშვილის, ნოსტეს, კახიანის, მუშათა, ძმობის I, ძმობის II, ასათიანის, კისისხევის, ქებურიას, კაჭრეთისა და მიმდებარე უჩებს. ტექნიკური სამუშაოების მომდევნო ეტაპი დაგეგმილია 4 თებერვალს, რის შესახებაც დეტალურ ინფორმაციას კომპანია წინასწარ, 2 თებერვალს გაავრცელებს“, – ნათქვამია კომპანიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.