აშშ თურქეთს ქურთების დაბომბვის შეწყვეტისკენ მოუწოდებს. აშშ თურქეთს მოუწოდებს ქურთებს თავი დაანებოს და ISIS დაბომბოს. ინფორმაციას Deutsche Welle ავრცელებს.
პენტაგონის ხელმძღვანლის ეშტონ კარტერის განცახებით, თურქეთმა უნდა გააძლიეროს თავდასხმები ტერორისტულ დაჯგუფება „ისლამურ სახელმწიფოზე“.
„საჭიროა, რომ თურქეთმა მეტი გააკეთოს საკუთარ ტერიტორიაზე, განსაკუთრებით ეს ეხება საზღვრის დაცვას, რათა პრევენცირება მოახდინოს, იმის, რომ ISIS თურქეთის საზღვარს არ მიუახლოვდეს“.
კარტერის მტკიცებით, თურქეთის საჰაერო დარტყმების უმრავლესობა მიმართულია არა „ისლამური სახელმწიფოს“ წინააღმდეგ, არამედ „ქურთების მშრომელთა პარტიის“ წინააღმდეგ.