მთავარი ციტატა

“ჩემთვის გამოკვლევა არის მშიერი ხალხი, მე არ მოვსწრებივარ ხალხო ასეთ რამეს”- თაკო ჩარკვიანი NDI-ის კვლევაზე

“მე არ ვიცი კვლევა გარდა იმისა, რასაც ოპოზიცია ვაკეთებთ. ჩემთვის გამოკვლევა არის მშიერი, სოციალურად დაუცველი ხალხი, მე არ მოვსწრებივარ ხალხო ასეთ ვითარებას, თუ იყო და არ ვიცოდი, რაშიც ეჭვი მეპრება. მე მახსოვს 90-იანი წლები, ჩვენს ზურგზე გადაიარა ყველაფერმა, იმ პერიოდიც, როგორ ვეხმარებოდით ადამიანები ერთმანეთს.ამიტომ, ჩემთვის ამომავალი წერტილი გახლავთ მხოლოდ ხალხი. მაინც სატელეფონო გამოკითხვა სხვა არის, ეს გამოკითხვები ვიცი, არჩევნების წინაც ვნახეთ, მაგრამ როგორ არის მოწყობილი, კითხვა რიგორ არის თავად შედგენილი, ესაა მთავარი.”.

თაკო ჩარკვიანი – “სტრაგეტია აღმაშენებლის” ერთ-ერთი ლიდერი

აღნიშნულით თაკო ჩარკვიანი “დღის ამბებში” ეროვნულ დემოკრატიული ინსტიტუტის(NDI) ახალი კვლევის იმ შედეგებს გამოეხმაურა, რომელიც ოპოზიციური პარტიების მხარდაჭერას ეხება.

ეროვნულ დემოკრატიული ინსტიტუტი(NDI) ახალი კვლევის შედეგებს აქვეყნებს, რომლის ერთ-ერთი კითხვაა, თუ რომელი პარტია დგას თქვენს შეხედულებებთან ყველაზე ახლოს. აღნიშნულ კითხვაზე გამოკითხულთა ხმები შემდეგნაირად გადანაწილდა:  “ქართული ოცნება” (31%),  „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა”(5%).

რაც შეეხება სხვა პარტიებს -“პატრიოტთა ალიანსი”; “სტრატეგია აღმაშენებელი”; “გირჩი”; “ევროპული საქართველო”; “ლელო”; “ლეიბორისტული პარტია”, ისინი ჯამურად გამოკითხულთა 9%-ის შეხედულებებთანაა ახლოს. 

იტვირთბა....