ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

მოსახლეობის რა მხარდაჭერა აქვთ პოლიტიკურ პარტიებს – ახალი კვლევის შედეგები ქვეყნდება

ეროვნულ დემოკრატიული ინსტიტუტი(NDI) ახალი კვლევის შედეგებს აქვეყნებს, რომლის ერთ-ერთი კითხვაა, თუ რომელი პარტია დგას თქვენს შეხედულებებთან ყველაზე ახლოს.

აღნისნულ კითხვაზე გამოკითხულთა ხმები შემდეგნაირად გადანაწილდა:  “ქართული ოცნება” (31%),  „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა”(5%).

რაც შეეხება სხვა პარტიებს -“პატრიოტთა ალიანსი”; “სტრატეგია აღმაშენებელი”; “გირჩი”; “ევროპული საქართველო”; “ლელო”; “ლეიბორისტული პარტია”, ისინი ჯამურად გამოკითხულთა 9%-ის შეხედულებებთანაა ახლოს.

ამასთან, ამავე კითხვაზე გამოკითხულთა 24%-მა პასუხისგან თავი შეიკავა, 25%-მა კი არც ერთი პარტია არ დაასახელა.

ცნობისთვის, ორგანიზაციამ საველე სამუშაოები გასული წლის 17-24 დეკემბერის პერიოდში ჩაატარა. კვლევაში გამოყენებულია 2 053 დასრულებული ინტერვიუ. საშუალო ცდომილების ზღვარი +/- 1.1% -ია, თუმცა, NDI აღნიშნავს, რომ ცდომილების ზღვარი იცვლება სხვადასხვა კითხვის მიხედვით. ინტერვიუები ჩატარდა ქართულ, აზერბაიჯანულ, სომხურ და რუსულ ენებზე. კვლევა საქართველოს მთლიანი მოსახლეობის წარმომადგენლობითია (ოკუპირებული ტერიტორიების გამოკლებით).

სატელეფონო გამოკითხვები NDI-ის დაკვეთით CRRC საქართველომ ჩაატარა. კვლევა ხორციელდება დიდი ბრიტანეთის მთავრობის UK aid-ის ფინანსური ხელშეწყობით.

იტვირთბა....