ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

როგორ აფასებს მოსახლეობა პანდემიასთან ბრძოლაში მთავრობის მუშაობას – NDI კვლევას აქვეყნებს

ეროვნულ დემოკრატიული ინსტიტუტის(NDI) ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხული მოქალაქეების 60% მიიჩნევს, რომ საქართველოს მთავრობა კორონავირუსის პანდემიას კარგად გაუმკლავდა.

კვლევის ფარგლებში გამოკითხულთა 33% კი მთავრობის საქმიანობას პანდემიასთან ბრძოლაში უარყოფითად აფასებს, 7%-მა კი – არ იცის.

ასევე, გამოკითხულთა 33 % ფიქრობს, რომ “ყველაზე ცუდი უკან მოვიტოვეთ”, ხოლო 39% მიიჩნევს, რომ “ყველაზე ცუდი ჯერ კიდევ წინაა”. 22%-მა არ იცის, ხოლო 6%-ისთვის კორონავირუსი პრობლემას არ წარმოადგენს.

ასევე, გამოკითხული მოსახლეობის თითქმის ნახევარი, 41% პასუხობს, რომ კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის გაკეთებისგან თავს შეიკავებს. ხოლო, გამოკითხული მოქალაქეების 41% ამბობს, რომ აიცრება, ხოლო 17% აცხადებს, რომ არ იცის.

ცნობისთვის, NDI-ი, კვლევა 2020 წლის 17-24 დეკემბრის პერიოდში საქართველოს მასშტაბით 2 053 სატელეფონო ინტერვიუს სახით ქვეყნის სრულწლოვან მოსახლეობას შორის ჩაატარა (ოკუპირებული ტერიტორიების გამოკლებით). საშუალო ცდომილების ზღვარი +/- 1.1% -ია, თუმცა, NDI აღნიშნავს, რომ ცდომილების ზღვარი იცვლება სხვადასხვა კითხვის მიხედვით.

სატელეფონო გამოკითხვები NDI-ის დაკვეთით CRRC საქართველომ ჩაატარა. კვლევა ხორციელდება დიდი ბრიტანეთის მთავრობის UK aid-ის ფინანსური ხელშეწყობით.

იტვირთბა....