ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

რა არის ქვეყანაში მთავარი ეკონომიკური პრობლემები NDI-ის გამოკითხვის მიხედვით

ეროვნულ დემოკრატიული ინსტიტუტი(NDI) ახალი კვლევის შედეგებს აქვეყნებს, რომლის ერთ-ერთი კითხვა ქვეყნაში მთავარ ეკონომიკურ პრობლემებსაც ეხება.

კითხვაზე თქვენი აზრით რა არის ამ დროისთვის საქართველოს ეკონომიკის წინაშე მდგარი მთავარი გამოწვევა პასუხები შემდეგნაირად გადანაწილდა:უმუშევრობა (59%), ინფლაცია (45%), სიღარიბე (28%) და ლარის გაუფასურებაა (27%).

გამოკითხვის თანამად, აღნიშნულ პრობლემებს მოსდევს კორონავირუსის გამო დაწესებული შეზღუდვები (14%), დაბალი ხელფასები (11%) და საზღვრების ჩაკეტვა (6%).

გამოკითხვის მიხედვით, უმუშევრობა ყველაზე მეტად სოფელსა (61%) და ქალაქში (62%) აწუხებთ.

ისეთ საკითხებს როგორიცაა, კორუფცია, სასამართლო სისტემა, არჩევნების სამართლიანობა უპირველ გამოწვევად გამოკითხულთა 2-2% ასახელებს.

ცნობისთვის, ორგანიზაციამ საველე სამუშაოები გასული წლის 17-24 დეკემბერის პერიოდში ჩაატარა. კვლევაში გამოყენებულია 2 053 დასრულებული ინტერვიუ. საშუალო ცდომილების ზღვარი +/- 1.1% -ია, თუმცა, NDI აღნიშნავს, რომ ცდომილების ზღვარი იცვლება სხვადასხვა კითხვის მიხედვით. ინტერვიუები ჩატარდა ქართულ, აზერბაიჯანულ, სომხურ და რუსულ ენებზე. კვლევა საქართველოს მთლიანი მოსახლეობის წარმომადგენლობითია (ოკუპირებული ტერიტორიების გამოკლებით).

სატელეფონო გამოკითხვები NDI-ის დაკვეთით CRRC საქართველომ ჩაატარა. კვლევა ხორციელდება დიდი ბრიტანეთის მთავრობის UK aid-ის ფინანსური ხელშეწყობით.

იტვირთბა....