“ეროვნულ დემოკრატიული ინსტიტუტი”(NDI) ახალი კვლევის შედეგებს აქცეყნეს.
კვლევის ფარგლებში დასმულ კითხვაზე, კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინა რომ არსებობდეს, აიცრებოდით თუ არა თქვენ და თქვენი შვილები – გამოკითხული მოსახლეობის თითქმის ნახევარი, 41% პასუხობს, რომ კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის გაკეთებისგან თავს შეიკავებს. ხოლო, გამოკითხული მოქალაქეების 41% ამბობს, რომ აიცრება, ხოლო 17% აცხადებს, რომ არ იცის.
ამასთან, კვლევის თანახმად, კაცები უფრო დიდი ალბათობით აიცრებიან, ვიდრე ქალები და მაღალი განათლების მქონე ადამიანები უფრო დიდი ალბათობით აიცრებიან, ვიდრე საშუალოზე დაბალი განათლების მქონე ადამიანები.
ცნობისთვის, NDI-ი, კვლევა 2020 წლის 17-24 დეკემბრის პერიოდში საქართველოს მასშტაბით 2 053 სატელეფონო ინტერვიუს სახით ქვეყნის სრულწლოვან მოსახლეობას შორის ჩაატარა (ოკუპირებული ტერიტორიების გამოკლებით). საშუალო ცდომილების ზღვარი +/- 1.1% -ია, თუმცა, NDI აღნიშნავს, რომ ცდომილების ზღვარი იცვლება სხვადასხვა კითხვის მიხედვით.
სატელეფონო გამოკითხვები NDI-ის დაკვეთით CRRC საქართველომ ჩაატარა. კვლევა ხორციელდება დიდი ბრიტანეთის მთავრობის UK aid-ის ფინანსური ხელშეწყობით.