„ოპოზიცია ბოლომდე იმაშიც ვერ ჩამოყალიბდა წავიდა თუ არ წავიდა ბიძინა ივანიშვილი და ეს არის მათი ტრაგედია. რასაც ვუყურებ, თვითონ დარჩნენ საფუძველგამოცლილნი. მართლა არ იციან რაზე ილაპარაკონ, არ იციან რა აკეთონ. არსი დაკარგეს თითქოს თავისი არსებობის. თუ მართლა ვინმე სერიოზულად ფიქრობს იმას, რომ ბიძინა ივანიშვილი ქველმოქმედებას აკეთებდა იმიტომ, რომ პოლიტიკაში მოსულიყო და მან ეს ქველმოქმედება დაიწყო პოლიტიკაში მოსვლამდე 20 წლით ადრე, 20 წლით ადრე დაგეგმა, რომ დახმარებოდა ადამიანებს, რომ მათი სიცოცხლე გადაერჩინა ხშირ შემთხვევაში, მან ეს ყველაფერი შეასრულა, 20 წლის მერე მოიგო და კიდევ 10 წლის მერე წავიდა პოლიტიკიდან, თუ ასეთი ძლიერია მაშინ საერთოდ რაღას იბრძვიან, დაყარონ ფარ-ხმალი.“
სოზარ სუბარი – პარლამენტის წევრი.
ამის შესახებ მან „იმედის კვირასთან“ საუბარში განაცხადა.